|
2018-10-26 20:41:22, 2787 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი - კვირას შსს სრულად იქნება მობილიზებული, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის" უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაფასა. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, 28 ოქტომბერს შსს სრულად იქნება მობილიზებული იმისათვის, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას. „ჩვენ დღეს კომისიაზე ფაქტობრივად წარმოვადგინეთ შემაჯამებელი შედეგები გამოძიების, იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებდა. მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, იმ თვალსაზრისით, რომ უმრავლეს საქმეებზე უკვე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია. ზოგადად არჩევნების კონტექსტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებთან დაკავშირებით, რომელთა რაოდენობა არ იყო ბევრი. სულ 6-7 ფაქტი იყო რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებას ეხებოდა. 15 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ისე უმრავლესობის პარტიის წარმომადგენლები. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესების მიმდინარეობის დროს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი დაეცვა და თითოეული საქმის გამოძიების დროს, ამ პრინციპით ემოქმედა. ვფიქრობთ, რომ ეს მიზანი მიღწეულია. რაც შეეხება უკვე არჩევნების დღეს, კვირას, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად იქნება მობილიზებული იმისთვის რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი დაიცვას იმისთვის, რომ არჩევნების დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ჩატარება იქნეს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)