15:00 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 16:54:55, 571 ნახვა

სამართალი
მოქალაქეებს იძულებით ჩამორთმეული ავტომანქანები დაუბრუნდათ

მოქალაქეებს იძულებით ჩამორთმეული ავტომანქანები დაუბრუნდათ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის 5 ფაქტზე გამოძიება დაასრულა, რის შემდეგაც 4 დაზარალებულის დარღვეული უფლების აღდგენა გახდა შესაძლებელი. 

უწყების შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლისა და პროკურორების მონაწილეობით დაზარალებულებს - მაგდა ბაგრატიონს და მაია ბოცვაძეს გადაეცათ „ტოიოტა ლენდკრუიზერი LC150”-ის ჯიპი;  დაზარალებულ ხათუნა საგანელიძეს გადაეცა ა/მანქანა „ტოიოტა ავენსისი“ და ა/მანქანა „ჰიუნდაი სონატა“, ხოლო დაზარალებულ ლაშა ჭოხონელიძეს ავტომანქანა „ჰიუნდაი IX35“. ხსენებული ა/მანაქანები, 2010 წელს, ცალკეული საჯარო მოხელეების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად იძულებით იქნა მათ მიერ შესყიდული.

„პროცესი, რომელიც საქართველოს პროკურატურაში ახლადშექმნილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება 2012 წლის 01 ოქტომბრამდე, საჯარო მოხეელების მიერ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის, დათმობის, ჩუქების ფაქტების გამოძიებას და დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებით, ქონების დაბრუნებით მათი უფლებების აღდგენას, კვლავ გაგრძელდება და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics