|
2015-06-05 10:42:02, 605 ნახვა
სამართალი
შსს-მ ჰეროინის შემცველი 57,191 გრ ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული, წარსულში ხულიგნობისთვის ნასამართლევი ისა გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით მარნეულის ავტოსადგურში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ისა გ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ამანათის გაგზავნას აპირებდა. „პოლიციის თანამშრომლებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, საკვებ პროდუქტში გადამალული 57,191 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად 19,6549 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ისა გ. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)