|
2018-07-17 18:02:49, 1581 ნახვა
რეგიონი
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "დაახლოებით სამი დღის წინ ვიყავი აჭარაში, გავმართე კონსულტაციები. იმ მომენტისთვის, როდესაც მე გავმართე კონსულტაციები, "ქართული ოცნების" მიერ ერთი კანდიდატურა - თორნიკე რიჟვაძე იყო წარმოდგენილი. ოპოზიციასთან მე გამოვხატე გაკვირვება, რომ ალტერნატიული კანდიდატურა არ იყო წარმოდგენილი, თუმცა შემდეგ ოპოზიცია ჩამოყალიბდა ბატონ არმაზ ახვლედიანის კანდიდატურაზე. მე თავისთავად, დადებითად მივიჩნევ კანდიდატურების დასახელების და საზოგადოებისთვის წარდგენის დემოკრატიულ პროცესს და მიმაჩნია, რომ კონკურენტული პოლიტიკური გარემო ქვეყნის დემოკრატიული ფუნქციონირების წინაპირობაა. ამასთან ერთად, გავიაზრეთ რა ორივე კანდიდატურის პოზიცია და წარმომდგენი ძალების პოზიცია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ბატონ თორნიკე რიჟვაძეს წარმოადგენს პარტია, რომელიც უმრავლესობას ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში, მის წარდგენას გააჩნია თავისი ლოგიკა და მე ავარჩიე ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. შემდგომ პროცედურებს ანა ნაცვლიშვილი გაივლის აჭარის უმაღლეს საბჭოსთან", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. რიჟვაძის კანდიდატურა პრეზიდენტს "ქართულმა ოცნებამ" შესთავაზა. მისი ოფიციალური წარდგენა 7 ივლისს შედგა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, 15 ივლისს რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალურად არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა დაასახელა. ახვლედიანის კანდიდატურა ექვსმა პარტიამ წარადგინა: "თავისუფალი დემოკრატები", შენების მოძრაობა", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "დემოკრატიული მოძრაობა", "თავისუფალი საქართველო". თორნიკე რიჟვაძე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც იყო. შეგახსენებთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს თანამდებობა დატოვა.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)