17:24 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-14 16:25:33, 279 ნახვა

პოლიტიკა
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს

„სოლიდუსის მფლობელმა“ გიორგი არველაძემ ფორმულას უთხრა, რომ საწვავი, რომელიც მან ოკუპირებულ აფხაზეთში შეიტანა, „რესპსოლისგან“ შეიძინა.

 „რესპსოლს“ ეკუთვნის ბენზინგასამართი სადგურების ქსელი „ქონექთი“. 

ინფორმაცია ამის შესახებ ფორმულას ჯერ კიდევ გუშინ ჰქონდა, თუმცა "ქონექთის" ხელმძღვანელობამ აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან კავშირი კატეგორიულად უარყო. დღეს კი ამბობს, რომ არ იცოდა მისმა კლიენტმა 300 ტონა ბენზინი რა მიზნისთვის შეიძინა.

გუშინ კომპანია „სოლიდუსის" მფლობელმა გიორგი არველაძემ დაადასტურა, რომ ოკუპირებული აფხაზეთში საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა.

 გიორგი არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე, რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით, "აფხაზ პარტნიორებს" მიაწოდა. 

"ვმუშაობ აფხაზ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ხიდი ქართულ და აფხაზურ ბიზნესს შორის", - აცხადებს გიორგი არველაძე.

 მისივე თქმით, საწვავი "ძირითადად გალის მოსახლეობისთვის, იქაური ბენზინგასამართი სადგურებისთვის" არის განკუთვნილი. 

***

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საწვავის მწვავე კრიზისის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. 

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ბენზინი თბილისიდან ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით ბიზნესმა შეიტანა. 

 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics