14:09 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-31 14:34:23, 568 ნახვა

სამართალი
გიორგი მარგველაშვილი: მჯერა, ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, 2014 წლის კატასტროფული სტატისტიკა, წელს აღარ გამეორდება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამართალდამცავებს პროფესიული დღე მიულოცა. როგორც პრეზიდენტმა  ქუთაისში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დარწმუნებულია, რომ პოლიციელები ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით დანაშაულს კიდევ უფრო აქტიურად შეებრძოლებიან.

"2014 წელი იყო ქლთა მიმართ განსაკუთრებული ძალადობის წელი. ჩვენ ამის ახსნა გვიჭირს დღეს იმიტომ, რომ ეს არი არის ჩვენ ბუნებაში, საზოგადოებაში. მაგრამ მე მჯერა, რომ პოლიციელები კიდევ უფრო პრიფესიონალურად და ფსიქოლოგიის სხვა  ბევრი დეტალის კარგი ცოდნით შეძლებენ და ამ უმძიმეს დანაშაულს კიდევ უფრო აქტიურად შეებრძოლებიან.ამიტომ, 2015 წელი მე ქალთა წლად გამოვაცხადე და დარწმუნებული ვარ, რომ ის კატასტროფული სტატისტიკა, რაც 2014 წელს გვქონდა, წელს აღარ გამეორდება.მინდა მადლობა გითხრათ ყველას სამსახურისთვის, ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების წინაშე",-მიმართა პრეზიდეტნმა პოლიციელებს.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას ქუთაისში, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics