|
2015-05-27 19:25:46, 957 ნახვა
ეკონომიკა
ჰურგადასა და თბილისს შორის პირდაპირი რეისების განხორციელება იწყება
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტეში არჩილ ძულიაშვილი ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს ჰოსამ ქამალს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა კომპანია Air Cairo-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე იასერ რამლი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორამციით, შეხვედრის მიზანს თბილისსა დ ეგვიპტის საკურორტო ქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო რეისების საკითხების განხილვა და ამ მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშროლობის გაღრმავების პერსპექტივები წარმოადგენდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქარტველოსა და ეგვიპტის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში პირველად 2014 წლის ნოემბერში ორ ქვეყნას შორის დაიწყო რეგულარული საჰაერო მიმოსვლა. ამჟამად კომპანია Air Cairo-ს მიერ თბილისსა და შარმ ალ-შეიხს შორის კვირაში სრულდება სამი რეისი.
ფრენების დაწყების შემდეგ ამ რეისით უკვე 15 000 მეტი მგზავრი იქნა გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრი პირადად იყო ჩართული ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო რეისების დაწყების საკითხებში. მინისტის განცხადებით, ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტრო ხელს უწყობს ეგვიპტის ტურისტული ქალაქების ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან პირდაპირ ფრენებით დაკავშირებას. ამ მხრივ, ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტრო მიესალმება და ხელს შუწყობს ჰურგადასა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების განხორიცელებას, რომელიც 2 ივნისიდან დაიწყება. ფრენებს განახორციელებს ეგვიპტური კომპანია Air Cairo და ის კვირაში ოთხჯერ შედგება. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა თბილისსა და კაიროს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობა.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)