|
2015-05-22 12:50:06, 771 ნახვა
ეკონომიკა
ჰენრი კერალი: საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ სწორად იმოქმედეს
საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებულ საკითხებს ძალიან სწორად გაუმკლავდა, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ-კავკასიაში ჰენრი კერალიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროცესის გაგრძელებისათვის სათანადო ზომები მიიღო. „ჩვენი შეფასებით, მთავრობა და ეროვნული ბანკი ამ პროცესებს ძალიან კარგად გაუმკლავდა. მათ სათანადო ზომები მიიღეს, რათა მონეტარული პოლიტიკა სტაბილური ყოფილიყო და ეკონომიკური ზრდა გაგრძელებულიყო. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ პირველ კვარტალში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მეტი იყო, როდესაც რუსეთში, უკრაინაში, თურქეთსა და სომხეთში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, საქართველოს არის ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც რეგიონში ვითარდება“, - განაცხადა კერალიმ. მისივე განცხადებით, ამ პროცესების შედეგად ლარმა ბოლო დღეების განმავლობაში გამყარება დაიწყო და ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ამ ვითარებას კარგად გაუმკლავდა. ამასთან, როგორც კერალიმ აღნიშნა, რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი, რომ ლარის გაუფასურება ხდებოდა. „საქართველო იმ გარემოშია, სადაც სერიოზული გამოწვევები არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ჩრდილოეთში კრიზისი იყო. რუსეთის ეკონომიკაზე გავლენა მოახდინა სანქციებმა და კონფლიქტმა უკრაინასთან, ამან, რა თქმა უნდა გავლენა იქონია საქარტველოზეც. საქართველო არ არის ცალკეული კუნძული, მას აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან. ამ ყველაფერმა გავლენა იქონია საქართველოში გაცვლით კურსზეც. ეს ასევე იმ საგარეო ფაქტორითაა გამოწვეული, რომ დოლარი გამყარდა ყველა ვალუტის მიმართ. ასე რომ არ არის გასაკვირი, რომ ლარის გაუფასურება ხდებოდა“, - განაცხადა ჰენრი კერალიმ.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)