15:15 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 15:27:05, 806 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: ლარის გაუფასურებამ შესაძლოა, დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირება შეაფერხოს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფოს დე -დოლარიზაციის პოლიტიკა დაწყებული აქვს. 

მისივე  თქმით, 2014 წლის ბოლოს დოლარიზაციის კოეფიციენტი 70%-დან 58%-მდე შემცირდა. 
თუმცა, როგორც კაკაურიძე განმარტავს, ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურებამ, შესაძლოა დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირების მიმართულებით გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს. 
„2014 წლის ბოლოს მდგომარეობით ისეთი სიტუაცია მივიღეთ, რომ დოლარიზაციის კოეფიციენტი 70%-დან დაახლოებით 58%-ზე ჩამოვიდა. ამას ხელს უწყობს თუნდაც ის, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებულია ეკონომიკის გრძელვადიანი სტიმულირებისთვის ფინანსური რესურსები, როდესაც სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით თანხას ვიღებთ და კომერციულ ბანკებს ვაძლევთ, რაც მათ საშუალებას აძლევთ, რომ უფრო გრძელვადიანი სესხები გასცენ ლარში.  იგივე ის პროგრამები, რომელიც სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულია სოფლის მეურნეობის  და აწარმოე საქართველოს კუთხით. ესენიც ამას ხელს უწყობს. ჯამში ეს პროცესები მიმდინარეობდა. თუმცა, დოლარის მნიშვნელოვნად გამყარება მოხდა, რამაც შესაძლებელია გარკვეულ წილად დოლარიზაციის კოეფიციენტების შემცირების მიმართულებით შეფერხებები გამოიწვიოს“, - აღნიშნა კაკაურიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics