|
2015-05-15 15:17:57, 789 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური და გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ერთობლივ შეხვედრებს მართავენ
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს ნაგლაა ელ-ეჰვანის შეხვდნენ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის ყოველთვის არსებობდა მჭიდრო ურთიერთობები, თუმცა ბოლო პერიოდში ეგვიპტეში განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეული პროცესების შენელება გამოიწვია. „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავაჭრო, სატრანსპორტო და აგრეთვე საპორტო სფეროში თანამშრომლობა,“ - განაცხადა ნაგლაა ელ-ეჰვანისმა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგანმანთლებლო და ტურიზმის სფეროებში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის ეგვიპტე მნიშვნელოვან მეგობარ სახელმწიფოს წარმოადგენს და მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური თანამშრომლობისთვის დიდი პოტენციალი არსებობს. „ქართველი ბიზნესმენებისთვის ეგვიპტე, ხოლო ეგვიპტელი ბიზნესმენებისთვის საქართველო საინტერესო საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნებია. ჩვენ განვიხილეთ ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სწორედ ამ ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას და ინვესტიციების ორმხრივ წახალისებას და დაცვას, “ - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან შეხვედრას ქართული მხრიდან აგრეთვე ესრებოდა საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)