|
2017-12-26 12:17:01, 2220 ნახვა
სამართალი
გიორგობიანი: პანკისში, ერთ-ერთ დაკავებულს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა, რის გამოც მის მიმართ გასროლა მოხდა
სახელმწიფო უსაფრეთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ დუისში დაკავებისას თემირლან მაჩალიკაშვილი შეეცადა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა გაეწია. როგორც სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას სურდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის აღსაკვეთადაც მაჩალიკაშვილის მიმართ მოხდა გასროლა. ის თავის არეშია დაჭრილი: „თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა, წინააღმდწეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის, კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა, პროპორციული ძალა და მოხდა თემრილან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის სედეგაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლსასროლი დაზიანება.იგი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია“,-განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)