|
2026-08-18 12:36:38, 260 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის მნიშვნელოვანი მონაკვეთის — თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და იგი მიმდინარე წლის 3 სექტემბერს დასრულდება. პროექტის ფარგლებში სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარებსა და საავტომობილო გზას, არსებული დაზიანებული ქვაფენილი კი ასფალტის ახალი საფარით ჩანაცვლდება. გარდა ამისა, მოეწყობა ველობილიკი, განახლდება გარე განათების სისტემა და დამონტაჟდება თანამედროვე LED ლამპიონები. მარჯანიშვილის მოედანზე ასევე განახლდება გამწვანების კუნძულები და მთლიანი ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის ადაპტირდება. კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტის მიზანია შექმნას მოწესრიგებული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემო, რომელიც ათეულ წლებს გაუძლებს. დედაქალაქის მერმა ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ კომპანიას მოუწოდა, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა გამოცხადებულ ტენდერში.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)