12:46 - 18 Aug, 2026
|
2017-12-26 10:51:12, 2289 ნახვა
სამართალი
სპეცოპერაცია პანკისში - არსებული ინფორმაციით, ჩატაევთან კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს
პანკისის ხეობის სოფლებში ომალოსა და დუისში გამთენიისას სპეცოპერაცია ჩატარდა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად სოფელ ომალოში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბაადურ (ბადო) ჩოფანაშვილი დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, ის ახმედ ჩატაევის ჯგუფისთვის დახმარების გაწევის ბრალდებით არის დაკავებული. როგორც პანკისის სათემო რადიოს კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ასევე გაჩხრიკეს სოფელ დუისში, ვახო მაჩალიკაშვილის სახლი. ხეობაში 60-ზე მეტი სპეცრაზმელი იყო მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ დუისში ასევე დააკავეს ტემირლან და რუსლან მაჩალიკაშვილები. სპეცოპერაცია სავარაუდოდ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)