09:55 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 20:13:36, 707 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქებისას დაზარალებული ოჯახები ბინებით დაკმაყოფილდებიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ადგილი კიდევ ერთხელ მოინახულა და სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტის შეფასებას ადგილზე გაეცნო.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ოფიციალური დასკვნა მომავალ კვირას გახდება ცნობილი, თუმცა წინასწარი მონაცემებით, არსებული სახლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. დასკვნის საფუძველზე არსებული შენობა დასაშლელია, ახალ აშენებულ სახლში ყველა დაზარალებული მიიღებს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს.

„ჩვენ ვმუშაობთ ქალაქის მერიასთან ერთად და დროულად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს დაზიანებული შენობის დემონტაჟი და აშენდეს ახალი კორპუსი. მალე გვექნება პასუხი იმის შესახებ თუ როგორც განხორციელდება მშენებლობა - მერის თანადაფინანსებით თუ მთლიანად ინვესტორის დახმარებით. მთავარი ამოსავალი ჩვენთვის არის მოსახლეობის უსაფრთხოება, რომელიც დაცული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში " - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

10 დეკემბერს აფეთქების დროს დაზარალებული 9 ოჯახი დროებითი საცხოვრებელი ფართებით ბათუმის მერიამ იმავე დღეს დააკმაყოფილა. ბათუმის მერია გეგმავს ასევე აღწერის შედეგად დადგენილი ზარალის სრულად ანაზღაურებას.

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თალიბანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა „ჰიჯაბის არასათანადო “ ტარების გამო ქალების დაპატიმრების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციას
Axios-ის ცნობით, ირანმა თავს დაესხა აშშ-ის ბაზებს ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში.
აშშმ ირანი დაბომბა, თიერანმა ბაზების დაბომბვით უპასუხა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics