15:23 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-13 13:42:39, 256 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 აგვისტოს CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას ზამთარში გადასარჩენად Patriot-ის რაკეტების მხრივ აშშ-ს მარაგების 5% ესაჭიროება, ხოლო "ყველა რუსული ბალისტიკური რაკეტის" გასანადგურებლად – მარაგების 10%.

"წელს ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვ, რომ თავიანთი მარაგებიდან რაკეტების 5% მომყიდონ." – აღნიშნა ზელენსკიმ ინტერვიუში.

"თუ ისინი 5%-ს მოგვყიდიან, ზამთარს გავივლით და ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ. თუ 10%-ს მოგვყიდიან, ჩვენ ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ." – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

ბოლო კვირებში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკური თავდასხმები გააძლიერა, რის ფონზეც კიევს საჰაერო თავდაცვისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების სერიოზული დეფიციტი აქვს. ივლისში უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 195 ბალისტიკური რაკეტიდან მხოლოდ 29 ჩამოაგდო. 

"წელს ჩვენ ორ-ნახევარჯერ ნაკლები გზაგადამჭრელი [რაკეტა] გვაქვს, ვიდრე 2025-ში. რუსეთს კი ყოველთვიურად ორჯერ მეტი ბალისტიკური რაკეტა აქვს, ვიდრე – მანამდე... ყოველ ღამით თავდასხმებია და თვეში ოთხჯერ ან ხუთჯერ მასობრივი თავდასხმები გვაქვს... საშინელი ღამეები. ხალხი ძალიან გმირული და გამძლეა, მაგრამ ისინი დაიღალნენ." – დაამატა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ივლისს თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააყენა Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე უკრაინისთვის ლიცენზიის მიცემის საკითხი. ამასთან, კიევმა აშშ-ს "რამდენიმე ასეული" Patriot-ის რაკეტის მიწოდებაც მოსთხოვა. 

თუმცა, ტრამპმა რაკეტების მიწოდებაზე უარი განაცხადა, რის საფუძვლადაც შემცირებული მარაგები და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრიორიტეტები დასახელდა. ამ ფონზე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი (CSIS) წერს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აშშ-მ ირანის წინააღმდეგ Patriot-ის სისტემის რაკეტების მარაგების ორი-მესამედი დახარჯა. 

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კი ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ "ძალიან ფრთხილად" უნდა იყოს უკრაინისთვის Patriot-ების რაკეტების წარმოებაზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით. 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მატარებელი ქალს დაეჯახა
TBC-ის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics