|
2017-11-29 19:18:45, 2059 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი უწევს როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს
მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი უწევს როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკსა და კრედო ბანკს შორის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალის შემდეგ განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი სუვერენული კრედიტების პარალელურად, ავითარებს თავის შესაძლებლობებს კერძო სექტორთან მიმართებაში. "დღეს, ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ევროპის საინვესტიციო ბანკი კრედო ბანკს 5 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. თანხა, ძირითადად, მოხმარდება კრედიტების გაცემას ჩვენი მცირე მეწარმეებისთვის და ფერმერებისთვის. ზოგადად, მიკროსესხების წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი. სუვერენული სესხების ნაწილში გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი. ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ჩვენი აქტიური დონორია, გვეხმარება განვავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა. პარალელურად, მნიშვნელოვანია კერძო სექტორში ევროპის საინვესტიციო ბანკის პორტფელის გაფართოება, რაც ცალსახად მისასალმებელია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს ამ მხარდაჭერისთვის," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)