|
2017-11-29 18:26:14, 1832 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: გადაწყვეტილების მიღების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მთავრობისა და ბიზნესის თანამშრომლობის ფორმაზე. კერძოდ კი, ისეთ ფორმაზე, როგორიცაა ინვესტორთა საბჭო, რომელიც პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოა და მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რისი მაგალითიცაა ინვესტორთა საბჭო. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ესაა რეგულარული პლატფორმა, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული პერიოდულობით შეკრებას, რომელსაც ესწრებიან პრემიერ-მინისტრი, სხვა მინისტრები, ბიზნეს ასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები. „როგორც კი კერძო სექტორს გაუჩნდება პრობლემა, ის უკავშირდება ბიზნეს ასოციაციას, რომელსაც პრემიერ-მინისტრის კაბინეტამდე, ჩვენამდე მოაქვს ეს ამბავი. წარმოიდგინეთ, როგორ სწრაფად ხდება ეს კომუნიკაცია,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)