|
2017-11-29 17:42:06, 1777 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ენერგეტიკის სფეროში არსებულ საინვესტიციო მდგომარეობაზე ისაუბრა
საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოში ენერგეტიკის სფეროში არსებულ საინვესტიციო მდგომარეობაზე ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილმა დასმულ შეკითხვაზე - მცირდება თუ არა ენერგეტიკაში ინვესტიციების მოცულობა, უპასუხა: „სინამდვილეში არა. ენერგეტიკასთან მიმართებაში, ჩვენ უბრალოდ დგვემთხვა ის პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი მშენებლობა ერთდროულად დასრულდა და ჰიდროელექტროსადგურები მწყობრში შევიდა. ამ წუთის მდგომარებით იდენტიფიცირებული ჰიდროელექტროსადგურები არის დაახლოებით, 7 მილიარდი დოლარის, სადაც ინვესტირება უნდა განხორციელდეს. სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს ყველა კონკრეტული პროექტის მიმართულებით. პრაქტიკულად მთავრობის ყველა სხდომაზე ენერგეტიკის სამინისტროს გამოქვს ახალი მემორანდუმები, რომელიც უკვე ფორმდება ჰიდროელექტროსადგურების პოტენციურ მფლობელებთან“, - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაერთიანების საკითხი. „ენერგეტიკის სამინისტრო არ უქმდება. მინდა აღვიშნო, რომ ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ხდება ოპტიმიზაცია და რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ დააკნინებს ან შეამცირებს ყურადღებას ენერგეტიკის მიმართ“, - აღნიშნა მინისტრმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)