|
2017-11-29 17:32:29, 1894 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრის რანგში მამუკა ბახტაძე „ახალი აბრეშუმის გზის" საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. შესაბამისი ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის განკარგულებაში, სადაც აღნიშნული უფლებამოსილება მამუკა ბახტაძეს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჰქონდა დაკისრებული. „ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ეფექტური და თანამიმდევრული შესრულების მიზნით, „ახალი აბრეშუმის გზის" საკითხებში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)