|
2017-11-24 12:18:26, 964 ნახვა
რეგიონი
მაღალმთიანი აჭარის 12 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა
მაღალმთიანი აჭარის 12 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო შეწყდა. აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ხულოს - 8, შუახევის - 3 და ქედის 1 საჯარო სკოლაში. „სწავლის პროცესის შეწყვეტის ძირითადი მიზეზი დიდთოვლობის გამო, მოსწავლეების გამოუცხადებლობა იყო. ადმინისტრაციის წევრები და მასწავლებლები გამოცხადდნენ, მაგრამ მოსწავლეების დასწრების სიმცირის გამო, სკოლებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სასწავლო პროცესი შეწყდეს. რამდენიმე სკოლას არ მიეწოდება ელექტროენერგია და სწორედ ესეც არის მიზეზი“,-აცხადებენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)