|
2017-10-25 13:12:19, 2044 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს შეხვდა
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ამ პერიოდს გამოვიყენებ იმისთვის, რომ შევხვდე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომ უკვე მომზადებულები ვიყოთ, გავაცნოთ ყველა ეს პროექტი, რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი წინასაარჩევნოდ. ზოგადად, გეტყვით, რომ ძალიან დიდია ინტერესი და გვექნება შესაძლებლობა, მომდევნო წლების განმავლობაში მათთან თანამშრომლობით და მეგობრობით ეს პროექტები იქნეს განხორციელებული ჩვენი ქალაქისთვის. ასევე, ვაპირებთ სამინისტროებთან შეხვედრას, რადგან, როგორც გითხარით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, როდესაც ჩვენ უკვე მოგვეცემა შესაძლებლობა შევიდეთ მერიაში და საკრებულოში, უკვე პირველივე დღიდან დავიწყებთ მუშაობას, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა საკრებულოს უმრავლესობას მოსახლეობასთან აქტიური ურთიერთობისკენ და მათი პრობლემების დროული გადაწყვეტისკენ მოუწოდა. „მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თქვენ გქონდათ ურთიერთობა მოსახლეობასთან. მინდა გაგრძელდეს ეს ურთიერთობები, კიდევ უფრო დეტალურად გამოვიტანოთ ეს პრობლემები, რომელიც თქვენს რაიონებში, კონკრეტულ უბნებში, კონკრეტულ ქუჩებზე ან კონკრეტულ ოჯახებს აწუხებს, რომ, როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა, მუშაობა დავიწყოთ, დრო არ დავკარგოთ და განვახორციელოთ კონკრეტული პროექტები და კონკრეტული ნაბიჯები იქნეს გადადგმული პრობლემების მოსაგვარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ის წელსვე დაიწყებს შვიდი პოლიტიკის განხორციელებას. „იცით, რომ ჩვენი პროგრამა შედგებოდა შვიდი პოლიტიკისგან. გვინდა თითოეულიდან გამოვყო თითო პროექტი, რომლის განხორციელებას წელსვე დავიწყებ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. როგორც თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა აღნიშნა, ამას გუნდურად მუშაობით და საკრებულოსთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს.
(NS)
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)