12:47 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-11 11:54:50, 228 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და აქციის ჩატარების საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა ეს არ უნდა ცდებოდეს კანონის ფარგლებს.

როგორც მან პარტია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით აღნიშნა, გადაცდომებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება.

„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით ეს. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ საკითხზე შეუძლია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, თუნდაც აქცია ჩაატაროს, შეიკრიბოს რამდენიმე ადამიანი, არანაირი პრობლემა არ არის. ყველაფერს აქვს თავისი წესი, არსებობს ჩარჩოები და კანონი. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კანონის ფარგლებში გამოხატოს თავისი მოსაზრება. სხვა ტიპის ქმედებებს, როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics