|
2017-05-11 15:49:37, 2080 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიგაური: ისეთი მოსამართლეები დაინიშნენ, პროცესზე ნაწამები ხალხი რომ წინ ედგათ და არ ეკითხებოდნენ, ვინმემ ხომ არ გაწამაო
გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებებია შესული, თუმცა კონსტიტუციის დონეზე მოსამართლის დანიშვნის წესის გამჭვირვალობის ვალდებულება გაწერილი არ არის. გიგაური ასევე დღეს რამდენიმე მოსამართლის დანიშვნას გამოეხმაურა: „ერთის მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გარკვეული ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არის შესული, კი ბატონო, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ვართ იმ მოცემულობის წინაშე, როცა მაგალითად, როგორც იცით, უახლოეს პერიოდში, ბატონი ლევან მურუსიძე დაინიშნება უვადოდ მოსამართლედ. ახლახანს, რამოდენიმე საათის წინ კი, ისეთი მოსამართლეები დაინიშნენ სასამართლოში, რომ როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, ნაწამები ხალხი ედგათ წინ და არ ეკითხებოდნენ, ვინმემ ხომ არ გაწამაო. ესაა ძალიან ცუდი. იქნებ, კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ მოსამართლის დანიშვნის წესი იყოს გამჭვირვალე, რომ სასამართლოში დაგვისაბუთონ ამ ადამიანებს რატომ ნიშნავენ, რატომ სჯობია მაგალითად მურუსიძე, ვინმე გარედან მოსულ პირს. ამის ვალდებულება დღეს კონსტიტუციაში არ არის. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩანაწერი გაჩნდეს კონსტიტუციაში“,-აღნიშნა ეკა გიგაურმა.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)