|
2017-05-09 11:51:34, 1813 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ბურჯანაძე „ღამის მგლებზე“: თუ ქართველობაზე ხელს არ ავიღებთ, არ დაგვავიწყდება, რომ სტუმარს პატივისცემა უნდა
„სტუმარ-მასპინძელი საქართველოში ბევრს აქვს ნასწავლი და თუ არ დაგვავიწყდება ჩვენი დიდი წინაპრების მემკვიდრეობა და ქართველობაზე ხელს არ ავიღებთ, მაშინ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სტუმარს პატივისცემა უნდა“, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ნინო ბურჯანაძე ვაკის პარკში რუსული ბაიკერ-კლუბის, „ღამის მგლების“ წევრის მისვლას. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, საქართველოში დადგა ისეთი ვითარება, რომ რაც ქართველისთვის იყო დამახასიათებელი, კითხვის ნიშნის ქვეშ არის დამდგარი. „სტუმარ-მასპინძელი საქართველოში მგონია რომ ბევრს აქვს ნასწავლი და თუ არ დაგვავიწყდება ჩვენი დიდი წინაპრების მემკვიდრეობა და ქართველობაზე ხელს არ ავიღებთ, არ დაგვავიწყდება მაშინ ისიც, რომ მოსულ სტუმარს პატივისცემა უნდა. როცა ადამიანი შენთან ჩამოდის იმისთვის, რომ პატივი მიაგოს იმ სამასი ათას რჩეულ ქართველ გმირს, რომელიც სამამულო ომის დროს დაიღუპა და იმ ადამიანებს შევხვდეთ კითხვის ნიშნებით, ეს ქართველისთვის არი შეუფერებელი საქციელი. არის ვითარებები, როდესაც ყველაზე მტკივნეული პოლიტიკური საკითხიც კი, ადამიანმა გვერდზე უნდა გადადოს და გაგვაერთიანოს იმ დიდმა პატივისცემამ, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ დაღუპულების მიმართ. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოში დღეს დადგა ვითარება, როდესაც ელემენტარული რაც ქართველისთვის იყო დამახასიათებელი კითხვის ნიშნის ქვეშ არის დამდგარი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)