|
2017-05-05 16:31:13, 2219 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: წინა ხელისუფლებამ ქუთაისში პარლამენტი იმიტომ გადმოიტანა, რომ ჭირივით ეშინოდათ მიტინგების
„წინა ხელისუფლებამ პარლამენტი ქუთაისში იმიტომ გადმოიტანა, რომ ჭირივით ეშინოდათ მიტინგების, რომელიც თბილისის პარლამენტის შენობის წინ იმართებოდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის საყოველთაო განხილვისას დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან კონკრეტული მიზნები ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით. „ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მიზნები და გეგმები ქუთაისთან განვითარებასთან მიმართებით და ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ხედვა. არ მინდა ისევ პოლიტიკაში შევიდე, მაგრამ რაც შეეხება წინა ნაბიჯს, წინა ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, ამოცანა ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ამის მიზანი არ იყო ქუთაისის განვითარება. ყველამ ვიცით რატომ გადმოიტანეს ქუთაისში პარლამენტის შენობა. იმიტომ რომ ჭირივით ეშინოდათ მიტინგების, რომელიც იმართებოდა თბილისის პარლამენტის წინ. ეს იყო რეალური მიზანი ყველამ იცის ეს. ყველამ იცის რა იყო ამ ნაბიჯის მიზანი. ჩვენი ნაბიჯების და გეგმების მიზანი არის ქუთაისის რეალური განვითარება. ქუთაისის რეალურ განვითარებას უზრუნველყოფს სწორედ ის ამბიციური გეგმები და განსაკუთრებით საუნივერსიტეტო პროექტი, რომელზეც არამარტო არის საუბარი დაწყებული, მუშაობაა დაწყებული ამ ყველაფერზე და უახლოეს წლებში დადგება კონკრეტული შედეგი. ეს შედეგი იქნება გამოხატული კონკრეტულ რაოდენობაში სტუდენტების, მოზიდული პროფესორების და ა.შ. წინა ხელისუფლებას ჰქონდა მარტივი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მოეშორებინა თბილისში საპროტესტო ტალღა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)