|
2026-08-14 15:13:44, 261 ნახვა
მსოფლიო
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
ნატო ყოველდღიურად მზად არის და შეუძლია, 24/7 რეჟიმში უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას ჩვენი ტერიტორია და ხალხი, – ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი ელისონ ჰარტი სოციალურ ქსელში წერს. ნატო-ს პრესსპიკერი ეხმაურება ლატვიისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტებს. „ნატო საჰაერო სივრცის დაცვას უზრუნველყოფს. დღეს დილით ლიეტუვაში ბაზირებული იტალიური Eurofighter-ები და ესტონეთიდან მოქმედი თურქული „ეფ 16-ები“ აფრინდნენ. ერთ-ერთმა Eurofighter-მა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო. გუშინ კი რუმინული „ეფ 16-ები“ და ესპანური „ეფ 18-ები“ აფრინდნენ მას შემდეგ, რაც უკრაინის საზღვართან, რუმინეთის საჰაერო სივრცეში დრონები შევიდნენ“, – წერს ნატო-ს პრესსპიკერი. შეგახსენებთ, რომ ლატვიის შეიარაღებული ძალების ცნობით, მოკავშირეთა გამანადგურებლებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი წარმატებით ჩამოაგდეს
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)