16:05 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 12:28:34, 875 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ტურისტებს რეკომენდებული გიდები და ახალი ტურისტული მარშრუტები დახვდებათ

2017 წლის ტურისტულ სეზონზე სტუმრებს აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე გიდები მოემსახურებათ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული გიდები  სამი მიმართულებით - ბათუმის ქალაქის ტურის, მთიანი აჭარისა და ეროვნული პარკების ტურებზე იმუშავებენ.

მათივე ინფორმაციით, ხარისხის ნიშნის მისაღებად პროექტში ჩართულ გიდებს სპეციალური გამოცდების ჩააბარება ზაფხულამდე მოუწევთ.

გაზაფხულზევე გადამზადდება გიდები მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებითაც.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო რეგიონში მოქმედ გიდებს სპეციალურ ტრენინგებს შესთავაზებს, სადაც როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ნაწილი იქნება გათვალისწინებული. სულ, სააგენტო 50 გიდის გადამზადებას გეგმავს, რომლებიც მთიან აჭარაში მოგზაურობითა და დასვენებით დაინტერესებულ ტურისტებს სრულყოფილ ტურებს შესთავაზებენ.

რეგიონის სტუმრებს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მთიანი აჭარის ახლად მარკირებული ტურისტული მარშრუტებიც დახვდებათ. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ეკო და სოფლის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით 5 ახალი მარშრუტის მარკირებას გეგმავს.

დაიბეჭდება უკვე მარკირებული მარშრუტების სპეციალურ რუკებიც, რომელთა აღება მსურველებს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეეძლებათ. აღნიშნული მარშრუტებზე მათი პოპულარიზაციის მიზნით სააგენტო გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის გაცნობითი ხასიათის ინფოტურებს ჩაატარებს. სულ, მაღალმთიანი აჭარის ეკო, სოფლის და კულინარიულ მარშრუტებზე 10 ინფოტურის ჩატარება იგეგმება. 

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics