|
2017-02-21 11:10:03, 2090 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: ვიზალიბერალიზაცია არის საქართველოში მიმდინარე განვითარების პროცესების ბუნებრივი გაგრძელება
„ვიზალიბერალიზაცია არის საქართველოში მიმდინარე განვითარების პროცესების ბუნებრივი გაგრძელება", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ფრანგული არხის "France 24"-ის პირდაპირ ეთერში საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, 2016 წელს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლამ, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს პოლიტიკური, სექტორული და სავაჭრო ინტეგრაციის შესაძლებლობა მისცა, ხოლო ამ ყველაფრის ბუნებრივი გაგრძელებაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება. ჯანელიძემ განმარტა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ წაახალისა ექსპორტი, როგორც ევროკავშირისა საქართველოში, ასევე პირიქით, რაც თავის მხრივ ქვეყნებს შორის უფრო ინტენსიური მოძრაობის აუცილებლობას ბადებს, რათა როგორც ქართველმა, ისე ევროპელმა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა შეძლონ დაესწრონ სხვადასხვა ბიზნეს ღონისძიებას.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)