|
2017-02-21 10:51:05, 2037 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი: პატრიარქმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, პატრიარქმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, პატრიარქს გარკვეული ინფორმაცია აქვს დაკავებულ დეკანოზთან დაკავშირებით, თუმცა მეტის გაგება სურს. მისივე თქმით, აუცილებელია დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ხელწერილზე პირობების შეცვლა. „იმ პირობებში, როცა პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან არა ერთი საჯარო განცხადება გაკეთდა, სამწუხაროდ, დაცვას საკუთარი არგუმენტების გაზიარების შესაძლებლობა არ ეძლევა. ამ ფონზე ახალი ადვოკატისათვის გარკვეული პირობების წაყენება მეტ კითხვის ნიშნებს წარმოშობს“, - განაცხადა ნანუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ილია მეორე ბერლინის კლინიკიდან გამოწერეს და ის გუშინ საქართველოშ დაბრუნდა. პატრიარქს 13 თებერვალს გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)