|
2017-02-18 12:58:05, 1870 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
დეკანოზ გიორგი მამალაძის მამა: არ ვიცით წავალთ თუ არა თბილისში მისი მდგომარეობის გასარკვევად
დეკანოზ გიორგი მამალაძის მამა ავთო მამალაძე აცხადებს, რომ შვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ტელევიზიით შეიტყო. როგორც ავტო მამალაძემ აღნიშნა, ოჯახს ადვოკატთან კომუნიკაცია არ აქვს და მათთვის ჯანმრთელობის გარემოებები უცნობია. "ტელევიზიიდან გავიგეთ ჩვენს ამის შესახებ, ჯერ თქვეს დამძიმდა მდგომარეობა, მერე სტაბილურიაო. არც გარემოებები ვიცი რა დაემართა, ადვოკატთან კომუნიკაცია არ გვაქვს. არ ვიცნობთ და არც ის ვიცით წავალთ თუ არა თბილისში მისი მდგომარეობის გასარკვევად",- განაცხადა ავთო მამალაძემ. მისივე თქმით, ოჯახს გიორგი მამალაძის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის არ სჯერა. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)