|
2017-02-16 12:26:58, 2062 ნახვა
კომენტარი
გაბუნია პრეზიდენტის ინსტიტუტზე: უფლებამოსილება და სტატუსი იქ არაფერია, რაც შეიძლება შემცირდეს
საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტის ინსტიტუტთან და მის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული თემებიც განიხილება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაზა გაბუნიას აზრით, პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, ის სტატუს-კვო უნდა შენარჩუნდეს, რაც დღესაა. მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესზე იმსჯელებენ, თუმცა უმრავლესობას ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. „უმრავლესობას აქვს საკუთარი მოსაზრებები, თუმცა ამ მოსაზრებების იმგვარად დომინირებას არ ვახდენთ, რომ ჩვენ გავაბატონოთ რაღაც აზრი ცალკეულ საკითხთან მიმართებაში. მიგვაჩნია, კომისია არის იმგვარი ფორმატის, სადაც უნდა ვიმსჯელოთ და განვიხილოთ საკითხები, თუ ჩვენ მივალთ იმგვარი მოსაზრებით, რომ ამა თუ იმ საკითხზე არ გაიზიარებს უმრავლესობა სხვა შეხედულებას, ეს რა თქმა უნდა კომისიის ფუნქციასაც იმთავითვე ბლოკავს, ამიტომ ჩვენ ეს არ გვსურს, პირიქით გვინდა დისკუსია, მსჯელობა, უფლებამოსილება და სტატუსი იქ არაფერია, რაც შეიძლება შემცირდეს ჩემი აზრით. რაც შეეხება არჩევის ფორმას, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კოლორაციაში",-აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)