14:50 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 16:59:34, 2478 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მენაბდე: საპარლამენტო უმცირესობას საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებამოსილება უნდა გააჩნდეს

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის ინიციატივით, საგამოძიებო  კომისიის შექმნის უფლებამოსილება საპარალამენტო უმცირესობას უნდა გააჩნდეს.

როგორც მენაბდემ ჟურნალისტებს განუმარტა, მოქმედი წესის და პრაქტიკის შესაბამისად საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებამოსილება მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობას აქვს.

„მიგვაჩნია  რომ ეს არ  უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის უფლებამოსილება, რომელსაც ისედაც  აქვს  აღმასრულებელი ხელისუფლების საქმეების გამოძიების შესაძლებლობა. არამედ ეს უნდა იყოს საპარლამენტო უმცირესობის უფლებამოსილება და პარლამენტართა ერთი მეხუთედის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა იქმნებოდეს დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა პარლამენტმა შეძლოს აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტური კონტროლი. ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ პარლამენტმა გააკონტროლოს ის საქმეები, სადაც არსებობს ეჭვი, რომ გამოძიება კარგად ვერ მუშაობს და საჭიროა შეიქმნას საგამოძიებო კომისია“,-განაცხადა მენაბდემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა აღნიშნული ინიციატივა დადებითად შეაფასეს თუმცა, არიან  მოწინააღმდეგეებიც.

ამასთან, მენაბდის ინფორმაციით, დღევანდელ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე საპარალამენტო საარჩევნო სისტემის  საკითხზე მსჯელობა არ იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics