15:05 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 15:22:03, 955 ნახვა

რეგიონი
9 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა

თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 9 ეკომიგრანტ ოჯახზე საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცედურები დაიწყო.

ბინების განაწილება კენჭისყრის წესით დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განხორციელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში შესაბამისი ბრძანების პროექტი მომზადდება და იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ, კომისიის მიერ შერჩეულ ეკომიგრანტ ოჯახებთან, საკუთრების ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაფორმდება.

ბენეფიციართა განცხადებები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არსებულმა აჭარის ა.რ სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა. აღნიშნულმა კომისიამ 9 ოჯახზე ბინების გაცემის რეკომენდაცია გასცა.

თამარის დასახლებაში არსებული „სოციალური სახლი“ 116 ბინიანია და ამ დროისთვის ყველა საცხოვრებელი ბინა შესაბამისი საჭიროების ოჯახებს გადაეცა.

„უახლოეს პერიოდში თამარის დასახლებაში(58 ბინა) და სოფელ ვაშლოვანში (72 ბინა) 2 „სოციალურ სახლში“ კიდევ 130 ოჯახი მიიღებს ბინას საკუთრებაში. აღნიშნული სოციალური სახლების მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და ამ ეტაპზე მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის კიდევ ერთი 23 ბინიანი „სოციალური სახლი“ ხელვაჩაურში,ურეხში შენდება და მიმდინარე წლის მაისში დასრულდება. საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში შესაბამისი საჭიროების მქონე ოჯახებს გადაეცემა. 2013 წლიდან დღემდე ე.წ „სოციალურ სახლებში“ არსებული საცხოვრებელი ბინები აჭარის მთავრობის მიერ საკუთრებაში სულ 276 ოჯახს გადაეცა“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics