|
2017-02-09 12:59:43, 912 ნახვა
რეგიონი
თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ებრაელი ვიზიტორები აჭარით დაინტერესდნენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს რეკლამირება თელავივის 22-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMTM 2017“ გაუწია. როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაზე ვიზიტორები აჭარაში მოგზაურობითა და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობებით დაინტერესდნენ. მათი უმრავლესობა საქართველოს სტენდთან ყურადღებას ეკოტურისტულ, გასტრონომიულ და სამთო ტურისტულ მარშრუტებზე ამახვილებდა. აჭარის მიმართ დიდია ინტერესი ავიაკომპანიების მხრიდანაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი გამოფენის ფარგლებში შეხვდა კიდეც რამდენიმე მსხვილი ავიაკომპანიის წარმომადგენელს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ისრაელიდან აჭარის მიმართულებით პირდაპირი და ჩარტერული ფრენების დაწყებით. თელავივის 22-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობდა. ცნობისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ისრაელში პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს 2012 წლიდან ანხორციელებს. მიმდინარე წელს, ისრაელი ისევ რჩება რეგიონისთვის მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად. 2016 წელს, აჭარაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში განსაკუთრებით გაიზარდა ებრაელი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა. გასულ წელს, რეგიონს ისრაელიდან 41 355 ტურისტი ესტუმრა, რაც 252%-ით აღემატება 2015 წლის მონაცემებს. გასული წელი, გამორჩეული იყო ისრაელიდან აჭარის მიმართულებით ფრენების ზრდის მხრივაც. 2016 წელს, თელავი-ბათუმის მიმართულებით ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს 3 ავიაკომპანია ასრულებდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მიმდინარე წელს რეგიონის რეკლამირებას ისრაელში გაზაფხულიდან დაიწყებს. (NS)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)