|
2017-02-07 15:51:08, 1002 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ანტისა ნორაკიძეს 100 წლის იუბილე მიულოცა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ფარი ხალვაშმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ჩაქვში მცხოვრებ საუკუნის ქალბატონს იუბილე მიულოცეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ანტისა ნორაკიძეს 100 წელი დღეს შეუსრულდა. მინისტრმა უხუცეს ქალბატონს საჩუქრად სმენის აპარატი და სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადასცა. ღვაწლმოსილი პედაგოგი 1917 წელს ზუგდიდში დაიბადა. პედაგოგიური განათლების მიღების შემდეგ წლების მანძილზე სოფელ ინგირის საბავშვო ბაღში მუშაობდა, ხოლო 1948 – 1978 წლებში დაბა ჩაქვის საბავშვო ბაღის გამგე იყო. მას სამსახურეობრივი მოღვაწეობის პერიოდში არაერთი ჯილდო და მადლობის სიგელი აქვს მიღებული. ჰყავს ერთი ქალიშვილი. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წელის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს. ამჟამად აჭარაში 100 წელს გადაცილებული 26 მოქალაქე ცხოვრობს, 9 მოქალაქეს 100 წელი 2017 წლის განმავლობაში შეუსრულდება. პროგრამით გათვალისწინებული თანხა 100 წელს გადაცილებულმა 26-მა მოქალაქემ უკვე. აჭარაში ყველაზე უხუცესი ფიქრიე ირემაძეა, მას 112 წელი ივლისში შეუსრულდება, ის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების მკვიდრია. (NS)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)