|
2017-01-31 16:15:22, 908 ნახვა
რეგიონი
საჩხერეში პსპ-ს ახალი ბრიტანული მოდელის აფთიაქი გაიხსნა
პსპ-ს სააფთიქო ქსელი გაფართოებას განაგრძობს. 27 იანვარს პსპ აფთიაქი საჩხერეში გაიხსნა. საზეიმოდ ლენტი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ გაჭრა. ცერემონიალს საკრებულოს თავჯდომარე, სხვადასხვა ადგილობრივი სტრუქტურული ორგანოების ხელმძღვანელები და ექიმები დაესწრნენ. გახსნის ცერემონიალს წინ ბავშვთა გასართობი ღონიძიება უძღოდა. „მომხმარებელი დიდი ინეტრესით და სიხარულით შეხვდა პსპ-აფთიაქის გახსნას. ეს აფთიაქიც, ისევე როგორც ყველა ბრიტანული მოდელის ახალი აფთიაქი სამი ნაწილისგან შედგება: ცალკეა გამოყოფილი აფთიაქის ზონა; ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს. ჩვენ ვცდილობთ საქართველოს ყველა რეგიონში თითოეულ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურება გავუწიოთ და უზრუნველვყოთ ისინი გარანტირებული ხარისხის პროდუქციით ყველაზე დაბალ ფასად“- აცხადებენ პსპ-ში. ქსელის განვითარება პსპ-ს 2017 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამ წლიდან პსპ-ს მომსახურებით უკვე სარგებლობს ახალქალაქის მოსახლეობა. შემდეგი აფთიაქი თებერვლის დასაწყისში ბაკურიანში გაიხსნება.
(NS)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)