12:48 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 15:50:20, 659 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი საქართველოსთვის ლევილის მამულის გადმოცემის ფაქტს ეხმაურება

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს  გიორგი მარგველაშვილს სურს ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადოს ყველა იმ ადამიანს და უწყებას, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩართული იყო ამ პროცესში.

„მისი წარმატებით დასრულებისთვის კი განსაკუთრებულად აღსანიშნავია დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის, საფრანგეთში   საქართველოს საელჩოსა და ელჩის,  ასევე პირველი რესპუბლიკის  მთავრობის წარმომადგენლებთა  შთამომავლების როლი. მინდა აქვე შეგახსენოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის   სარეზერვო ფონდის დაფინასებითა და მხარდაჭერით სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ლევილის ბიბლიოთეკაში და მოწესრიგდა წიგნების ფონდი. სამომავლოდ, ასევე რამდენიმე საინტერესო პროექტი იგეგემება“,-აღნიშნა მიშველაძემ.

შეგახესნებთ, ლევილის  მამულის საქართველოსთვის გადმოცემით 25 წლიანი პროცესი დასრულდა და ლევილი მის კანონიერ მემკვიდრეს ქართველ ხალხს დაუბრუნდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics