|
2016-06-22 11:31:16, 1297 ნახვა
ეკონომიკა
შპს „გეჯეთის თევზი“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება
სენაკის რაიონის სოფელ გეჯეთში არსებული შპს „გეჯეთის თევზი“, რომლის 100%-იან წილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფლობს პირობიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონის პირობების თანახმად ობიექტზე მინიმუმ 1 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, სადაც თევზის გადამამუშავებელი ქარხნის და სამაცივრე მეურნეობის აშენება იგეგმება. შპს „გეჯეთის თევზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%–იანი წილის საწყისი საპრივატიზებო ფასი 52 000 ლარია, აუქციონი პირველ ივლისს დასრულდება. „2012 წელს სახელმწიფო საწარმოთა რაოდენობა 490-ს უტოლდებოდა. ოპტიმიზაციის გეგმის ეფექტურად განხორციელების, მათ შორის გარკვეული საწარმოების პრივატიზების შედეგად, სააგენტომ საწარმოების რაოდენობა 331-ით შეამცირა. ამჟამად სახელმწიფოს მართვაში 159 საწარმოა. სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორში გადატანის პროცესს“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)