16:42 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 19:45:35, 1028 ნახვა

ეკონომიკა
„სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ბიზნესის მხარდამჭერი ცვლილება შედის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილა, რომელიც სარჩელის უზრუნველყოფის ნორმასშეეხება.

ცვლილების თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფა მოთხოვნის პროპორციული გახდება, შედეგად, თუკი მოთხოვნა არის 1000 ლარზე, ყადაღა დაედება მხოლოდ 1000 ლარის აქტივს და ის მოპასუხის მთელ ქონებაზე აღარ გავრცელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებების მიღებით მოხდება იმ პრობლემური საკითხების გადაწყვეტა, რომელსაც ბიზნესი დიდი ხანია, სხვადასხვა დონის შეხვედრებზე ითხოვს. 

აღნიშნული ცვლილებების პროექტზემუშაობდნენ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია და საქართველოში მოქმედი ბიზნეს-გაერთიანებები, მათ შორის, ამერიკის სავაჭრო პალატა. აღნიშნული საკითხინ განხილული იქნა საქართველოს ინვესტორთა საბჭოზეც, რომლის წევრებს შორისაც არიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics