|
2016-06-14 16:50:15, 1040 ნახვა
ეკონომიკა
ჩინელი ბიზნესმენები საქართველოში ინდუსტრიული პარკის მშენებლობით არიან დაინტერესებულნი
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე ჩინელი ბიზნესმენების დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აზია-ევროპის მეწარმეობის გაერთიანების თავმჯდომარე ვან ლინცზიუნი ხელმძღვანელობდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის კერძო სექტორებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და გაფართოებას. გამოიკვეთა ის კონკრეტული ეკონომიკური მიმართულებები, რომელ სფეროებშიც შესაძლებელია კერძო სექტორებს შორის ურთიერთობების განვითარება. როგორც მაია მელიქიძემ განაცხადა, ჩინელი ბიზნესმენები საქართველოში ინდუსტრიული პარკის მშენებლობით არიან დაინტერესებულნი და ამ მიმართულებით საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს სწავლობენ. აზია-ევროპის მეწარმეობის გაერთიანების ხელმძღვანელი ვან ლინცზიუნი ინდუსტრიული პარკის პროექტის ფარგლებში, საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების პლატფორმის ჩამოყალიბებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ინოვაციური იდეების წახალისებას. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ასევე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანი.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)