|
2026-08-07 10:58:46, 241 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი - 2008 წლის ომიდან 18 წლის თავზე, კვლავ გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 18 წელი გავიდა - უმნიშვნელოვანეს გამოწვევად კვლავ რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 18 წელი გავიდა. ომის დასრულებიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგაც მისი შედეგები ყოველდღიურად აისახება როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე. სიცოცხლის უფლების დარღვევასა და დაუსჯელობაზე დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2026 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაც, რომლითაც რუსეთის ფედერაციას გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების მკვლელობისა და წამებისთვის დაეკისრა პასუხისმგებლობა. უმნიშვნელოვანეს გამოწვევად კვლავ რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა. ოფიციალური მონაცემებით 2008 წლიდან 2026 წლამდე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული 3 664 პირი, მათგან 2 062 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 602 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. რაც შეეხება უკანონო პატიმრობის საკითხს, 2026 წლის მდგომარეობით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კვლავ რჩება უკანონო პატიმრობაში საქართველოს 11 მოქალაქე, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 6 მოქალაქე. უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა, რის გამოც წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა. ამასთანავე, კვლავ გრძელდება დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვების აუცილებლობას. საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი მანდატის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბათუმში ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს
პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, მეორის მიმართ კი დევნა დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი – არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ
აშშ-ის საელჩო - აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)