20:55 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-05 10:41:21, 394 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

5 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევსა და მის მიმდებარე რეგიონს ბალისტიკური რაკეტებითა და თავდასხმის დრონებით შეუტია.

უკრაინის დედაქალაქში შვიდზე მეტ ადგილას დაფიქსირდა დარტყმის შედეგად მიყენებული ზიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 15 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

5 აგვისტოს ღამეს, რუსულმა ძალებმა კვირაში მესამედ განახორციელეს მასშტაბური დარტყმა კიევსა და კიევის რეგიონზე. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა. მისი თქმით, ობოლონსკის რაიონში საცხოვრებელი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, ასევე საწყობები, საოფისე შენობა და არასაცხოვრებელი შენობები. დესნიანსკის რაიონში საწყობს ცეცხლი გაუჩნდა, რაკეტის ფრაგმენტები კი საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა. ჰოლოსიევსკის რაიონში კერძო სახლი ნაწილობრივ განადგურდა, ხოლო არასაცხოვრებელი შენობის დარტყმის შემდეგ ამიაკის გაჟონვა მოხდა. ხალხი ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics