|
2026-03-03 22:44:39, 1781 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის პირობა დადო და ესპანეთის მთავრობას „საშინელ“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას გეგმავს, რომელსაც მან „საშინელი“ უწოდა ირანის წინააღმდეგ ოპერაციასთან დაკავშირებული მისი პოზიციის გამო. მადრიდმა არ დაუჭირა მხარი ირანის ტერიტორიაზე დარტყმებს და უარი თქვა ამერიკულ ძალებს ამ მიზნით მისი ერთობლივად მართული სამხედრო ბაზების გამოყენების ნებართვაზე. ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მადრიდსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება სამხედრო ობიექტების გამოყენებას მხოლოდ „საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“ უშვებს. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა და ირანის საკითხის „დიპლომატიური“ გადაწყვეტის მომხრე გახდა. ტრამპმა განაცხადა, რომ მადრიდმა ადრე უარი თქვა სამხედრო ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდაზე. „ისინი იყვნენ ნატო-ს ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა ხარჯების 5%-მდე გაზრდაზე“, - აღნიშნა მან თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ მერცთან შეხვედრის დროს. „არა მგონია, რომ ისინი დათანხმდებოდნენ მის რაიმე დონემდე გაზრდას. მათ სურდათ მისი 2%-ზე შენარჩუნება და ისინი 2%-საც კი არ იხდიან“. აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამერიკელ სამხედროებს შეეძლოთ ესპანეთის ბაზების გამოყენება, თუ ამას მოისურვებდნენ. მადრიდის პოზიციის მიუხედავად. „ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ჩავფრინდეთ და გამოვიყენოთ ის. არავინ გვეტყვის, რომ არ გამოვიყენოთ, მაგრამ ეს არც არის საჭირო“, - თქვა ამერიკელმა ლიდერმა. მან ასევე გამოთქვა „გაოცება“ დიდი ბრიტანეთის პოზიციით, რომელმაც გადაწყვიტა, არ მიეღო მონაწილეობა კამპანიის შეტევით ნაწილში და შემოიფარგლა თავდაცვითი მხარდაჭერით.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)