|
2025-09-23 13:52:06, 1309 ნახვა
ეკონომიკა
BOG 2025 წლის საუკეთესო ბანკია ტრანსფორმაცის მიმართულებით - Global Finance
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი 34 ნომინაციაში გამარჯვებულად გამოაცხადა. მათ შორის, ბანკი ტრანსფორმაციის მიმართულებით სამ ნომინაციაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა:
"ეს აღიარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ციფრული ტრანსფორმაცია ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს ბანკისთვის მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას არ ნიშნავს. ეს არის ხედვა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი იღებს საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს და ინტეგრირებულ პლატფორმებს, რომლებიც თანამედროვე ციფრული სამყაროს მოთხოვნებს პასუხობს. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და საქართველოს ბანკი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნას, რომლებიც მომხმარებლებს როგორც საცალო, ისე ბიზნესის მიმართულებით საქმიანობას გაუადვილებს და განვითარებაში დაეხმარება". - აცხადებენ საქართველოს ბანკში. აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია ირჩევს. წლევანდელ დაჯილდოებაზე გამარჯვებულები შეირჩნენ Infosys-ის მსოფლიო დონის ექსპერტთა ჟიურის მიერ, საბოლოო სია კი გამოცემის რედაქციამ გამოავლინა. შეფასების პროცესში გათვალისწინებული იყო ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, ბიზნესმომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების ხარისხი, ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის მასშტაბი და ეფექტიანობა. საქართველოს ბანკმა წელს Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ჯამში 34 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამომხმარებლო მიმართულებით საუკეთესო მობილბანკის და საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოები მიიღო.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)