15:55 - 13 Aug, 2026
|
2025-09-15 09:58:39, 1578 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინელები გვასწავლიან, როგორ ვებრძოლოთ რუსულ დრონებს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას სწორედ უკრაინელები ასწავლიან და არა პირიქით. მისი თქმით, პოლონური ჯგუფები, რომლებიც დრონების წინააღმდეგ იბრძვიან, ტრენინგს უკრაინელ ოპერატორებთან გაივლიან, რათა მომავალი თავდასხმებისგან თავი დაიცვან. „უკრაინელებს რუსული დრონების წინააღმდეგ ბრძოლის გაცილებით ღრმა გამოცდილება აქვთ. საზოგადოებამ და დასავლეთის მთავრობებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სწორედ უკრაინელები გვასწავლიან, როგორ დავუპირისპირდეთ რუსეთს და არა პირიქით“, — აღნიშნა სიკორსკიმ. მინისტრის განმარტებით, ტრენინგი პოლონეთში, ნატო-ს სასწავლო ცენტრში ჩატარდება, სადაც უფრო უსაფრთხო გარემოა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)