|
2025-09-10 15:47:35, 1428 ნახვა
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი- მოკავშირეები მტკიცედ არიან გადაწყვეტილნი დაიცვან თავიანთი ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განცხადება გაავრცელა პოლონეთის თავზე რუსული დრონების შესახებ, სადაც მას „ნატოს და მოკავშირეების ძალიან წარმატებული რეაგირება“ უწოდა. მან თქვა, რომ „რუსეთის ტერიტორიიდან მრავალმა დრონმა გუშინ ღამით პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია“ და „საჰაერო თავდაცვა ჩაერთო და წარმატებით დაიცვა ნატოს ტერიტორია, როგორც ეს იყო დაგეგმილი“. რუტეს თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ (ნატოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანო) განიხილა სიტუაცია პოლონეთის მოთხოვნის (https://t.me/tvrain/94002) გათვალისწინებით, ნატოს წესდების მე-4 მუხლის შესაბამისად კონსულტაციების შესახებ. რუტეს თქმით, მოკავშირეებმა „გამოხატეს სოლიდარობა პოლონეთის მიმართ და დაგმეს რუსეთის უგუნური საქციელი“. კითხვაზე, სჭირდებოდა თუ არა ნატოს მეტის გაკეთება დრონების წინააღმდეგ თავდაცვის გასაუმჯობესებლად, რუტემ უპასუხა, რომ „შთაბეჭდილების ქვეშ იყო“. „ის, რაც გუშინ ღამით ვნახეთ, იყო ნატოს და მისი მოკავშირეების ძალიან წარმატებული რეაგირება“, - თქვა მან.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)