|
2025-05-14 17:37:01, 845 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის მიმართ ნდობა 74%-მდე გაიზარდა, რაც 2023 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ 14 მაისს გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი მარტის 69%-იანი მაჩვენებლიდან მაისის თვის პირველ ნახევარში 74%-მდე გაიზარდა, ხოლო რესპონდენტების 22%-მა თქვა, რომ უკრაინის ლიდერს არ ენდობა. გამოცემა Kyiv Independent-ის მიხედვით, ეს მაჩვენებელი KIIS-ის მიერ აღრიცხულ რეიტინგებს შორის უკრაინის პრეზიდენტის მიმართ ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2023 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც მას გამოკითხულებს შორის 77%-იანი ნდობა ჰქონდა. მარტის თვის გამოკითხვასთან შედარებით, პრეზიდენტის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 5%-ით გაიზარდა, ხოლო უნდობლობის მაჩვენებელი 28%-დან 22%-მდე ჩამოვიდა. ნდობასა და უნდობლობას შორის კი სხვაობა 52%-ია. ამასთანავე, მკვლევრებმა თქვეს, რომ ზელენსკის მიმართ ნდობის მაჩვენებელი უკრაინის ყველა რეგიონში აღინიშნებოდა. გამოკითხვა 2 მაისიდან 12 მაისამდე ინტერვალში ჩატარდა და მის ფარგლებში 1018 თვრამეტ წელს გადაცილებული უკრაინის მოქალაქე გამოიკითხა, რომლებიც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ. 11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზე. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდება.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)