06:46 - 12 May, 2026
|
2025-03-06 20:54:38, 2700 ნახვა
რეგიონი
ცხინვალის მარიონეტი ლიდერი, ალან გაგლოევი ჰოსპიტალიზებულია
ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი ლიდერი, ალან გაგლოევი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამხრეთ ოსეთის ლიდერის პრესმდივანმა, ნატალია ბოსიკოვამ აცნობა. მისი თქმით, "სანერვიულო არაფერია". "სახელმწიფოს მეთაური ჩრდილოეთ ოსეთში იმყოფება, სადაც მას ექიმთან შემოწმება აქვს დაგეგმილი. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დაინტერესდა და განიცდის, მაგრამ არაფერია სანერვიულო." - თქვა ბოსიკოვამ. აქამდე რამდენიმე ტელეგრამ არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაგლოევი, გულის შეტევის ეჭვით, სასწრაფოდ გადაიყვანეს ვლადიკავკაზის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. როგორც Сапа წერს, საავადმყოფოს ესტუმრა რუსეთის სუბიექტის, ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური სერგეი მენიაილო
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)