|
2025-02-15 14:56:37, 1543 ნახვა
რეგიონი
“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ ლოზუნგით სარფში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” - ამ ლოზუნგით სარფში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათივე განცხადებით, ერთ-ერთი აქციის დროს თემურ ქათამაძე უკანონოდ დააკავეს. „ყველა ქართველი უნდა გამოვიდეს და გააპროტესტოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. დაკავებული თემურ ქათამაძე არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ კულტურისა და ენის პოპულარიზაციას. ეს ადამიანი თავის თანამებრძოლებთან ერთად საქართველოს 2000 წლებში ფერეიდნელ ქართველებთან ერთად, საქართველოს პატრიარქს ხვდებოდა. სამწუხაროდ, ისტორიული ქარტეხილების გამო წასული ეს ადამიანები უნდა მივიღოთ. თუ რუსეთის მოქალაქეებისთვის, მოქალაქეობის მინიჭება თავისუფლად არის შესაძლებელი, თემურ ქათამაძეს ქართველს, მოქალაქეობას არ ანიჭებენ! მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი სამშობლოსთან კავშირის დამყარებას ცდილობდა, მას პოლიციელი „თურქს“ უწოდებს. როგორ შეიძლება მას შეურაცხყოფა მიაყენო, ჩვენს ქართველს?! ჩვენი მედროშე თემურ ქათამაძე უნდა გათავისუფლდეს!” - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)