|
2016-03-08 15:39:39, 697 ნახვა
სამართალი
ეკა მიშველაძე: ველოდები, რომ საქმე აუცილებლად გადაკვალიფიცირდება
ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს იმედი აქვს, რომ მისი მეუღლის, ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი დაისჯება. როგორც მიშველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეს განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს. "ველოდებით, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა ამ თავდასხმის დაგეგმვაში და შესრულებაში. რაც შეეხება საქმის გადაკვალიფიცირებას, ძალიან აბსურდულია საქმის აღძვრა ამ მუხლით. ეს არის მკვლელობის მცდელობა, როდესაც ადამიანს ესვრი ამდენ ტყვიას და თავში ურტყამ ჩაქუჩს, საფეთქელში, ეს ნიშნავს, რომ მას სასიკვდილოდ იმეტებ. შესაბამისად, ველდოები, რომ საქმე აუცილებლად გადაკვალიფიცირდება", - განაცხადა ეკა მიშველაძემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა. შეგახსენებთ, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)